”Earthlings”

ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლის და ცხოველების ქურქის გამოყენების წინააღმდეგ გამოსვლების შემდეგ გარშემომყოფებისგან ხშირად ვხვდები კითხვას “რატომ?”. ბევრს საკუთარი სიტყვით ავუხსენი, რატომ ვთქვი უარი ხორცზე და რატომ ვახსენებ მუდმივად გარშემომყოფებს, უარი თქვან ბეწვეულზე, თუმცა არსებობს თემები, რომლების არსს სიტყვა იმის ნახევრადაც ვერ გადმოსცემს, როგორც საკუთარი თვალით ნახვა. შეიძლება ბევრი ილაპარაკო ცხოველების მიმართ ქცევაზე და იმ დანაშაულზე, რასაც ადამიანი ყოველდღიურად, გენოციდის მასშტაბში ჩადის ცხოველთა სამყაროს და ბუნების მიმართ, მაგრამ ამ დანაშაულის მაგალითების ნახვა სულ სხვაგვარად მოქმედებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ბიომ, რომელსაც გავეგეტარიანელებასთან დაკავშირებით ჩემს გეგმებზე ვუყვებოდი, მირჩია, Earthlings მენახა, რომელიც ცხოველთა მიმართ ადამიანების სასტიკ მოპყრობას ეხებოდა. ფილმი მალევე გადმოვწერე, თუმცა ნახვით მხოლოდ ამ რამდენიმე დღის წინ ვნახე.

არ მინდა, ამ უმძიმესი დოკუმენტური ფილმის დიდი აღწერა გავაკეთო და ვწერო იმ საშინელი რეალობის კადრებზე, რომელიც კაცობრიობის დიდ დანაშაულს აჩვენებს. ზოგადი მიმოხილვისთვის ვიტყვი, რომ ფილმი ხუთ ნაწილად არის დაყოფილი, რომლებიც ცხოველების საკვებად, ტანსაცმლის დასამზადებლად, გართობისთვის და სხვა მიზნებით გამოყენებას აღწერს. კადრებს ბრწყინვალე მსახიობი ხოაკინ ფენიქსის კომენტარი მიჰყვება. სხვა ინფორმაციის ნახვა ზემოთმოყვანილ IMDB ლინკზე შეიძლება.

დღეს აღმოვაჩინე, რომ ფილმი YouTube-ზეც ყოფილა ატვირთული ცხოველების უფლებებთან დაკავშირებული ვიდეოებისთვის შექმნილ არხზე TheAnimalHolocaust. ეს აღმოჩენა ძალიან გამიხარდა, რადგან უამრავი ადამიანი ამ ფილმის ნახვამდე არ/ვერ იაზრებს იმ საშინელებებს, რომლების გაგრძელებას ხორცეულის საკვებზე, ქურქზე და ცხოველების გამომყენებელ გასართობ საშუალებებზე სისტემატური მოთხოვნით უწყობს ხელს, YouTube-ის ვიდეოების მოხერხებულობა კი ფილმის ფართო მაყურებლისთვის გაზიარების საშუალებას იძლევა.

Earthlings, მისი სიმძიმის მიუხედავად, უნდა ნახოს ყველა იმ ზრდასრულმა, რომლისთვისაც ჰუმანურობა მხოლოდ ჰაერში გამოკიდებული სიტყვა არაა.

About these ads

One thought on “”Earthlings”

გამოხმაურება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s